შალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები სასათბურე
კონსტრუქციები
თესლები, სასუქი და
საკვების დანამატები
  სათბურის გადასახური
მასალები და ნიადაგის ფირები
მოწყობილობა-დანადგარები
და დამხმარე საშუალებები
სარწყავი
სისტემები
კონტაქტი
 
 
სათბურის გადასახური მასალები და ნიადაგის ფირები


ენერგია 2000
შესაფერისი გარემო სათბურის მცენარეებისათვის

კომპანია ვერიმ პლასტიკი™ და მისი ოფიციალური წარმომადგენელი
საქართველოში კომპანია შალი™ (აგრო ინვესტი) გთავაზობთ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებულ სპეციალური დანიშნულების უნივერსალურ
3-5 ფენოვან და 4-5 კომპონენტიან, ხანგრძლივმოქმედების სასათბურე ფირებს.

აღნიშნული ფირები გამოცდილია და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში,
ხოლო 2000 წლიდან დიდი წარმატებით გამოიყენება საქართველოში. ფირები დაჯილდოებულია მრავალი სიგელით,  დიპლომითა და მედლით: საუკეთესო ტექნოლოგიისათვის,  საუკეთესო ხარისხისათვის და როგორც ეკოლოგიური პროდუქციის მიღების საუკეთესო საშუალებისათვის.
ფირი საუკეთესოა ანალოგებს შორის

 კომპანია ვერიმ პლასტიკის პროდუქციას გააჩნია საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი ISO 9001:2000


უნივერსალური სასათბურე ფირები
დახასიათება:
სასათბურე ფირი POVER - 2000 - შალი™ - მუშაობს მზის
სხივებით. ფირის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა დამცავი საშუალებები: ულტრაიისფერი (უი / UV), ინფრაწითელი (იწ / IR),
ცვარსაწინააღმდეგო (ცს / AF), ანტივირუსული (ავ / AP).
დანიშნულება:
სასათბურე, საჩითილე,
სანერგე, საყვავილე, მეფრინველეობის და
თევზსაშენი მეურნეობისათვის

დამატებითი ინფორმაცია
ვერიმ პლასტიკის წარმომადგენელი საქართველოში
კომპანია შალი აგრო ინვესტი  უფლებამოსილია გასცეს
შესაბამისი 2 და 3 წლიანი საგარანტიო სერტიფიკატები
და ტექნიკური პასპორტი.
ფირი - სამფენოვანი (ტრიპლექსი),
სისქე: 120 - 300 მიკრონი,
სიგანე: 1-დან 16 მ-მდე,
სიგრძე:  შეუზღუდავი.
  • ფირის მოხმარების პერიოდი -
    სახეობის მიხედვით - 2 წლიანი გარანტიით
    (მოქმედების პერიოდი 4 წელი),
    3 წლიანი გარანტიით
    (მოქმედების პერიოდი 5 წელი).
  • ფირი მრავალსეზონიანია.
  • ფირი უძლებს:
    - ძლიერ ქარს - 150 კმ/სთ;
    - ძლიერ ყინვებს;
    - ძლიერ სიცხეს,  მცხუნვარე მზეს
      და მზის გამოსხივებას;
    - სეტყვას;
    - დიდ დატვირთვას - 1 მ² 600კგ.
    - მექანიკური ზემოქმედების გარდა, 
      ფირი არ იხევა.
  • ფირზე არ ჩერდება თოვლი.
  • სათბურში გარე ტემპერატურასთან შედარებით:
    ზამთარში - 3 - 5°-ით მეტია;
    ზაფხულში - 3 - 5°-ით ნაკლებია.
  • სათბურში მინიმუმამდეა დაყვანილი სხვადასხვა სახის ვირუსების, 
    მწერების და სოკოვანი დაავადებების გაჩენა და გამრავლება.
  • სათბურში მცენარე დაცულია ცვრისაგან
    და ამით გამოწვეული დაავადებების გაჩენისა და გავრცელებისაგან.
  • ფირი ეკოლოგიურად სუფთაა.
  • ფირი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს.

ულტრაიისფერი (უი/UV)  
მცენარეს იცავს მზის მოჭარბებული და უარყოფითი გამოსხივებისაგან. ამავდროულად, სათბურში მზის სინათლე ნაწილდება თანაბრად, მცენარე დაცულია დაწვისა და ჩახუთვისაგან, ფირზე არ არის საჭირო რაიმე ნივთიერების წასმა.


ინფრაწითელი (იწ/IR)
   
სათბურში ჰქმნის თერმულ ეფექტს, რაც მცენარეს იცავს დღე-ღამური და შემოდგომა-ზამთრის ტემპერატურათა მკვეთრი ცვალებადობისაგან. ფირი ხელს უწყობს სათბურში სითბოს ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას - დღისით მიღებული სითბო, ღამის განმავლობაში მდორედ კლებულობს, ტემპერატურა არ ეცემა მკვეთრად და ნარჩუნდება დილამდე, ხოლო დილის მზე, თანდათან და არა მკვეთრად, იწყებს სათბურის გათბობას. ყოველივე ეს იცავს მცენარეს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობით გამოწვეული სტრესული მდგომარეობისაგან და სიკვდილისაგან. ფირი ამცირებს გათბობის ხარჯებს და ნაყოფის დამწიფების ვადებს, იზრდება მოსავლის ხარისხი და რაოდენობა.

ცვარსაწინააღმდეგო (ცს/AF)
   
სათბურში ცვრის გაჩერნა ფერმერებისათვის მუდმივი პრობლემაა. შუშაზე ან ცელოფანზე გაჩენილი ცვარი მზის სხივების გამტარიანობას ამცირებს 15-25%-ით, ხოლო მცენარისათვის საჭირო სინათლის რაოდენობა
მცირდება 20-35%-ით. ცვარი აჩენს მრავალ დაავადებას, ამცირებს მოსავლიანობას, აუარესებს პროდუქციის ხარისხს. ფირზე “POVER - 2000”, გაჩენილი წყლის მიკროსკოპული წვეთები ჩამოუყვებიან სათბურის კედლებს და არასოდეს ეწვეთებიან მცენარესა და ნიადაგს.

ანტივირუსი (ავ/AP)
   
ხშირ შემთხვევაში, სათბურებში ჩნდებიან ისეთი მწერები როგორიცაა: თეთრი პეპელა, ხოჭო,
წითელი ობობა და სხვა. წარმოდგენილი ფირი
ანეიტრალებს და ხელს უშლის სათბურში მწერების აქტიურობას, მათ გაჩენას, გამრავლებას და შესაბამისად დაავადებების გავრცელებას. მისი გამოყენებით მაქსიმალურად მცირდება მწერებისა და ვირუსული დაავადებების გამრავლება-გავრცელება. შედეგად, მკვეთრად მცირდება და ხშირ შემთხვევაში გამოირიცხება კიდეც შხამ-ქიმიკატების გამოყენება.


წითელი ვარდი
   

მეხუთე ელემენტი / წითელი ვარდი
ხუთკომპონენტიანი ფირის ტექნოლოგია შემუშავებულია სპეციალურად წითელი ყვავილებისათვის და არა მხოლოდ მათთვის. ეს ფირი ბრწყინვალე შედეგს იძლევა მეყვავილეობაში. სხვა სათბურებში მოყვანილი ყვავილებისაგან განსხვავებით, აქ მცენარე არ კარგავს ბუნებრივ შეფერილობას და დიდხანს ინარჩუნებს თავის იერს. შედეგად მიიღება გაცილებით ლამაზი და ხარისხიანი ყვავილები.

 

აგრეთვე, ვერიმ პლასტიკ - შალის ფირების გამოყენება:
მეფრინველეობასა და თევზსაშენ მეურნეობებში. ფირში არსებული უი დანამატი,  ჩვილ არსებებს
იცავს მზის მანე გამოსხივებისაგან და ამცირებს ამ მიზეზით გამოწვეულ მათ სიკვდილიანობას.


გოფრირებული გადასახური მასალა
ზომა: 1090 X 2500 მმ
1090 X 3000 მმ
940 X 2000 მმ
1120 X 6000 მმ
სისქე: 0,8; 1,2; 1,4 მმ
გარანტია: 5, 10, 25 წელი
ფერი: თეთრი, გამჭვირვალე, დაბურული, რუხი, ფერადი.

დახასიათება:
ატმოსფეროს ზეგავლენისადმი გამძლე, უი – ულტრაიისფერი სხივების სტაბილირება. მსუბუქი, დრეკადი, მაღალი სიმტკიცის მქონე, კონსტრუქციაზე ზედმეტი სამაგრების გარეშე სწრაფად და იოლად მაგრდება. მოდელი Super HR აგრეთვე არის ყინვამედეგი, მინიმალური ტემპერატურა - 60 გრადუსი C.

გამოიყენება მესათბურეობაში:
Bio-ს ახასიათებს სინათლის სპეცგამტარობის უნარი (ატარებს მცენარის ფოტოსინთეზისათვის აუცილებელ უი – ულტრაიისფერ გამოსხივებას), ინარჩუნებს სითბოს, რაც სასათბურე ეფექტს ქმნის და აუმჯობესებს მოსავლიანობას.

აგრეთვე გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისათვის.



მულჩა ფირი
   
მულჩა ფირი იხმარება სარეველა მცენარეების
და მავნე მწერების გასანადგურებლად,
რომლებიც ნათესების ფესვებთან არიან.
ფირი აკავებს წყლის აორთქლებას და მცენარის ფესვებს თავიდან აცილებს თერმულ ცვლილებებს. მულჩა ფირი არის სხვადასხვა ფერის.
წინასწარ განისაზღვრული ნათესის
შესაბამისად შეირჩევა საჭირო ფერის ფირი. 
ფერი გაცხელება ეფექტურობის კონტროლი დანიშნულება სისქე

ზემოქმედება მწერებზე

გამჭვირვალე მაქსიმალური სოლარიზაცია-მაქსიმუმი ყველა კულტურა 25 - 70 მკ მაქსიმუმი
შავი

დაბალი

დიახ ყველა კულტურა 25 - 50 მკ მაქსიმუმი
წითელი ზომიერი-მაღალი დიახ

პამიდორი

25 - 40 მკ მაქსიმუმი
მწვანე ზომიერი დიახ წიწაკა,  ნესვი 25 - 40 მკ მაქსიმუმი
ლურჯი ზომიერი დიახ ბადრიჯანი 25 - 40 მკ მაქსიმუმი
ყვითელი ზომიერი დიახ   25 - 40 მკ მაქსიმუმი
სოლარიზაციის ფირი - დასხივება
   
სოლარიზაციის ფირი გამოიყენება სარეველებისა და მავნე მწერებისაგან ნიადაგის წყლის საშუალებით გასასუფთავებლად. ტენი კავდება ფირის ქვეშ,
ახურებს ნიადაგს და კლავს სარეველებსა და მავნე მწერებს. აღნიშნული მეთოდი არა ვნებს ნიადაგს და შემდგომში მასზე დათესილ მცენარეებს, ეს არის
ბუნებრივი ზემოქმედება მავნებლებზე და სარეველაზე, მას მინიმუმამდე დაჰყავს პესტიციდების გამოყენების აუცილებლობა.